2025 წლის 29 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მედიცინის ფაკულტეტზე ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის დოქტორანტის თორნიკე ბათავანის ინგლისურენოვანი მოხსენება თემაზე: Occupational safety and injuries in the construction industry in Georgia (“შრომის უსაფრთხოება და ტრავმული დაზიანებები საქართველოს სამშენებლო სექტორში”).
მოხსენება ჩატარდა ჰიბრიდული რეჟიმით და მას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფილის აკადემიური პერსონალი, კურსდამთავრებულები და სტუდენტები.
iCREATE-ის პროექტი ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტრავმული დაზიანებების სამეცნიერო კვლევებს და სრულდება NIH-ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (აშშ) დაფინანსებით. დოქტორანტ თორნიკე ბათავანის აღნიშნული კვლევა სწორედ iCREATE პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ პროფ. ნინო ჩიხლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პროფ. ჯონათან დეივისი აიოვას უნივერსიტეტიდან.
მოხსენებისას განხილულ იქნა ჩატარებული კვლევის შედეგები, ძირითადი გამოწვევები და სამომავლო აქტივობები.
კვლევითი პროექტის პრეზენტაციამ დამსწრეთა დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.